- საინტერესოდ და მართლაც, ხალისიანად დაიწყო მეცხრე გაკვეთილი. წარვადგინეთ ჩვენი ნაშრომები,, რაც ატვირთული იყო პოტფოლიოში.
- ბატონმა გიორდიმ შეგვიმოწმა, მოგვცა შენიშვნები, მოგვიწონა, დადებითად შეგვიფასა.
- ჩვენ კმაყოფილები დავრჩით, ბევრი რამ ვისწავლეთ, რადგან ტარდებოდა საინტერესო გაკვეთილები
- გვინდა მადლობა გადაუხადოთ ბატონ გიორგის დიდი სიკეთისათვის.
შემოქმედებითი საღამო- მირზა გელოვანი
Tuesday, April 7, 2015
მეცხრე დღე
Monday, April 6, 2015
მერვე დღე
- მეტად დატვირთული გახლდათ. ვისწავლეთ, თუ როგორ ვაწარმოოთ ელექტრონული ვერსიით გამოკითხვა-ტესტირება.
- შევქმენით რუბრიკა პროექტის საბოლოო შეფასებისათვის. შევიმუშავეთ ფორმულა-თუ როგორ გამოვითვალოთ საბოლოო ნიშანი-მიღებული ნიშანი უნდა გამრავლდეს იმ რიცხვზე რამდენ ბალიანი შეფასებაც არის( მაგ. 10) ამით ნამრავლს ვყოფთ ინდიკატორთა ჯამზე, გამრავლებული მაქსიმალური ინდიკატორის რიცხვზე მიღებული შედეგი იქნება საბოლოო.
მეექვსე დღე
- გვქონდა სლაიდების პრეზენტაცია, რაც მეტად საინტერესო იყო
- . ვისაუბრეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შექმნასა და მნიშვნელობაზე.
- ვისაუბრეთ მოსწავლის ჩეკლისტზე, რომელიც კარგ შედეგზე გაიყვანს მას.
- ვისაუბრეთ რუბრიკაზე რომლის მეშვეობითაც ხდება მოსწავლეების შეფასება.
- ვისაუბრეთ პროექტის მთლიან პროცესში გამოყენებულ ინსტრუმენტებზე.
- განვიხილეთ სლაიდები, მათი შექმნის პრინციპები.შევქმენით საქაღალდეები შევიტანეთ ჩვენი ნამუშევრები.
Tuesday, March 31, 2015
მეშვიდე დღე
გავეცანით,თუ როგორ განვათავსოთ ჩვენი პორტფოლიო ბლოგზე. დავარქვით სახელი, ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გამოვაქვეყნოთ სტატია. განვიხილეთ საშინაო დავალებები (მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარის პრეზენტაცია) ,განვიხილეთ მე-5 მოდული- შეფასება,შემოგვაქვს ინფორმაციის რაიმე სახის ჩარჩო. მაგ. დავამატო გვერდების ფუნქცია, ფუნქციის დამატება ხდება add.gajetis მეშვეობით. ვისწავლეთ draivsi გვერდის შექმნა. ვისწავლეთ დისკიდან პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე.
Thursday, March 26, 2015
მეხუთე დღე
მეხუთე დღე.ტრენინგის დაწყებისას განვიხილეთ ბლოგის ინსტრუმენტები და გავიხსენეთ წინა მასალა, კომენტარი, სტატისტიკა, სტრუქტურა. კომენტარების ველი ჩემთვის მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შორს გავიხედო და გავითვალისწინო მომავალში მუშაობის დროს. შემდეგ გადავედით დავალების განხილვაზე. სახემძღვანელოში იყო საუბარი საავტორო უფლებებზე, რასაც მე გამოვიყენებ ჩემს პრეზენტაციაში ბოლო გვერდზე. პრეზენტაციაზე ვისაუბრეთ და ვისწავლეთ მის ინსტრუმენტზე. შევქმენით სლაიდები.ვემშვიდობებით ერთმანეთს.
Tuesday, March 24, 2015
მეოთხე დღე
მეოთხე დღე შრომატევადი იყო. ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა, ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება კოლეგების ნამუშევარზე, ვისწავლეთ თუ როგორ ჯნდა დავწეროთ რეფლექსია, გავეცანით პროექტის შეფასებებს. გმადლობთ ბატონო გიორგი.
Subscribe to:
Posts (Atom)